გიორგი კანდელაკი: ბრალს ვდებ ივანიშვილს და მის თოჯინებს!
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კანდელაკი პოლიციელის მკვლელობის ფაქტს facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
"ქედს ვიხრი დაღუპული პოლიციელის, 28 წლის ბექა მარგიშვილის ხსოვნის წინაშე. ბრალს ვდებ ბიძინა ივანიშვილს და მის თოჯინებს ამ და სხვა არაერთი კეთილსინდისიერი პოლიციელის მკველობის წამახალისებელი გარემოს შექმნისათვის; ასევე ქურდულ სამყაროსთან შეკვრისა და ქურდული სამყაროს წევრთათვის პოლიციელების განადგურების მწვანე შუქის ანთებისთვის.
ორმა პოლიციელმა სცადა საეჭვო პირის შეჩერება, რომელმაც ერთს შვიდი ტყვია ესროლა მეორეს კი ოთხი. ცხადია, მკვლელი ჯერაც არ დაუკავებიათ. გავუსწოროთ რეალობას თვალი: ივანიშვილი გეგმაზომიერად ახდენს ჩვენი ქვეყნის ამ ერთერთი საყრდენის, პოლიციის დაჩმორებასა და დემორალიზებას. აბა როგორ ავხსნათ ის რომ მკვლელი ჯერაც არ არის დაკავებული. როგორ ავხსნათ ის, რომ: ბათუმელი პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელ ქურდული სამყაროს წევრს პრემეირის დაცვის უფროსის მეშვეობით უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებით აპარებდნენ ქვეყნიდან, თავად მუკბანიანის გასვენებაში კი არც ერთი თანამდებობის პირი არ ჩავიდა;
რომ წუხელ, როცა არამიანცის საავადმყოფოში რამდენიმე საათის განმავლობაში სიკვდილს ებრძოდა დაჭრილი პოლიციელი სოლიდარობის გამოსახატად ან თუნდაც უბრალოდ ადამიანურად დემონსტრაციულად არ მივიდა არცერთი თანამდებობის პირი;
რომ მთავრობა რეალურად შეეკრა ქურდულ სამყაროს, ქვეყანაში შემოყავს კანონიერი ქურდები და მათთან ერთად საქმეებს "ჩარხავს" - რისი მრავალი უტყუარი მტკიცებულებაც დაგროვდა;
რომ ბორჯომში სწორედ მთავრობის მიერ გმირად შერაცხულმა კრიმინალმა - ბესელიას გაგებით კი ვაჟკაცმა - მოკლა პოლიციელი გიორგი ბერუაშვილი, მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიციელის ფორმა ეცვა. მკვლელი, ცხადია, ჯერაც არ დაუკავებიათ - პრიორიტეტი არ არის და იმიტომ.
რომ ზვიძინის მორიგმა თოჯინა გომელაურმა მინისტრობის პირველსავე დღეს აბსოლიტურად გამოგონილი ბრალდებით დააჭერინა შვიდი სპეცრაზმელი რითაც მნიშვნელოვნად დაასუსტა შსს სპეცრაზმების ბრძოლისუნარიანობა და თუნდაც ის , რომ ივანიშვილის კოლექტიური მონა ამაზეც იტყვის "მოსაკლავი იყო და მოკლესო." ცხადია მათთვის პოლიციელის სიცოცხლე სიცოცხლე არ არის და შესაბამისად არც მათი მოკვლაა დასაძრახი საქმე.
საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, ვისაც არ სურს ჩვენი სახელმწიფოს ივანიშვილის ხელში გარდაუვალი კოლაფსი, ხმა უნდა აღიმაღლოს პოლიციელების დასაცავად რათა პოლიციამ დაგვიცვას ჩვენ",-წერს კანდელაკი.