პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია

პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია

საქართველოს პროკურატურა პოლიციელის მკვლლეობაში ეჭვმიტანილის ფოტოს აქვეყნებს. 

 

უწყების მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიების შედეგად დადგენილია დამნაშავის ვინაობა.

 

"ეჭვმიტანილი 1977 წელს დაბადებული შალვა აბულაძეა, რომელიც  2015 წლის 23 იანვარს, ქ. ბორჯომში, პოლიციის თანამშრომლების – გიორგი ბერუაშვილის მკვლელობისა და გიორგი მახარაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა. იგი წარსულში არაერთგზისაა ნასამართლევი მათ შორის ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობისთვის. 

2014 წლის 05 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 06 საათზე, შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გატარებული სამძებრო ღონისძიებებისას, ეს უკანასკნელი შემჩნეულ იქნა ქ. თბილისში, წულუკიძის ქუჩის მიმდებარედ, რა დროსაც სამართალდამცავების დანახვისთანავე მან კვლავ გახსნა ცეცხლი პოლიციელების მიმართულებით და შეძლო მიმალვა. საბედნიეროდ ამ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა"-აღნიშნულია განცხადებაში. 

 

სამართალდამცავი უწყება ფოტოს გამოქვეყნებასთან ერთად აფრთხილებს  საზოგადოებას გამოიჩინოს სიფრთხილე, ვინაიდან პროკურატურის ინფორმაციით შალვა აბულაძე შეიარაღებულია.

 

"საზოგადოებას ვთხოვთ თუ გააჩნიათ ინფორმაცია შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის შესახებ დაგვიკავშირდნენ ცხელი ხაზის მეშვეობით (2 405222) კონფიდენციალურობა დაცული იქნება,"-წერია განცხადებაში. 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: