მინდია ჯანელიძეს პარლამენტში ოთხშაბათს ელოდებიან
რამდენიმე თვიანი ლოდინის შემდეგ თავდაცვის მინისტრი პარლამენტში მივა და ნდობის ჯგუფის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. სხდომის ჩატარების თარიღი რამდენიმე წუთის წინ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.
სხდომაზე ბოლო დროს თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ განვითარებული მოვლენები იქნება განხილული. მთავარი საკითხი კი საფრანგეთსა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობა იქნება, რომელზეც ირაკლი ალასანიამ რამდენიმე დღის წინ სკანდალური განცხადება გააკეთა და ხელისუფლება თავდაცვითი იარაღის შეძენის პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულა.
ნდობის ჯგუფუთან თანამშრომლობას გეგმავს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძეც.