ზაქარია ქუცნაშვილი: ამ წელს უკვე მეორე შეკვეთილი მკვლელობის მოწმეები გავხდით...
უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით ხელისუფლების ვალია ქვეყანაში სამართლიანობა დაამკვიდროს.
"ამ წელს უკვე მეორე შეკვეთილი მკვლელობის მოწმეები გავხდით, ბატონი ხარძიანის მკვლელობის სახით. და აქ მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება, მთელი ძალისხმევა სწორედ სამართლიანობის, როგორც ფასეულობის, დაცვისკენ უნდა მივმართოთ."- განაცხადა ქუცნაშვილმა.