მაია მწარიაშვილი: თუ ძველმა შემადგენლობამ ცხრა თვეში ვერ გამოიძია საქმე, ახალ შემადგენლობას ამისთვის წელიწადნახევარი ჰქონდა
თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი მაია მწარიაშვილი ხარძიანის თემასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ თუ ძველმა შემადგენლობამ ცხრა თვეში ვერ გამოიძია საქმე, ახალ შემადგენლობას ამისთვის წელიწადნახევარი ჰქონდა.
"მას შემდეგ რაც მე და ბატონი არჩილი აღარ ვსაქმიანობთ პროკურატურაში, აბა დროს მიაქციეთ ყურადღება, რა ვადა გამოდის? წელიწადნახევარი. ყველაზე ცუდი და მძიმე პრეტენზიის შემთხვევაში, თუ ვთქვათ ძველ შემადგენლობას ეს საქმე უნდა დაეწყო და დაესრულებინა კიდეც ათი თვის ვადაში, წელიწადნახევარში რატომ არ უნდა დასრულებულიყო?
თუ ნაცვლიშვილს ეს საქმე ედო თავის კაბინეტში, სადღაც თაროზე, ნაცვლიშვილმა რომ დატოვა ეს კაბინეტი, ვიღაცა ხომ შევიდა იმ ოთახში, ხომ დაიკავა მისი ადგილი და იმ თაროდან ხომ ჩამოიღო ეს საქმე და რომ ჩამოიღო ეს საქმე წელიწადნახევარი სად იყო?"-განაცხადა მწარიაშვილი