ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიცეილებისა და სამხედროების სოციალური დახმარება გაიზარდა
ახალმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ახალმა მთავრობამ პოლიცეილებისა და სამხედროების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, მათი სოციალური დახმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
"მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენ, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, პოლიციელებისა და სამხედრობისადმი განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინეთ და მათი სოციალური დახმარება მნიშვნელოვნად გავზარდეთ. რაც ჩვენ გავაკეთეთ, არის შემდეგი: მრავალშვილიან თანამშრომლებს დავუნიშნეთ დახმარება - 4 შვილის შემთხვევაში 250 ლარი, 5 შვილის შემთხვევაში - 375 ლარი და ზემოთ - 500-ლარიანი დახმარება. ასევე შემოვიღეთ ერთჯერადი დახმარება დაქორწინების ან ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, რისთვისაც 2013-2014 წლებში ჩვენ 7 700 ათასი ლარი გამოვყავით. ასევე გეტყვით, რომ პოლიციელების, სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სამედიცინო მკურნალობის ხარჯები პრაქტიკულად გავაორმაგეთ, ვუფინანსებთ ოპერაციებს საზღვარგარეთაც მათ, ვისაც ეს სჭრიდება. მხოლოდ ამაზე ბოლო 2 წლის განმავლობაში, ჯამში 6 მილიონ 200 ათასი ლარია დახარჯული. ასევე ხელფასები გაიზარდა პატრულ-ინსპექტორებისა და მესაზღვრეებისთვის. არის უამრავი წახალისება - ესენია ის, რაც მანამდე არ იყო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.