დიმიტრი ლორთქიფანიძე: ეს არ არის ბოლო ტერაქტი!
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" საბჭოს წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლიანობის აღდგენის პროცესსა და ტერაქტებს შორის კავშირს ხედავს, აღნიშნულის შესახებ ლორთქიფანიძემ გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ისაუბრა.
"ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლიანობის აღდგენის პროცესს და ამ ტერაქტებს ერთმანეთთან კავშირში ვხედავ და ვშიშობ, რომ ეს არ არის ბოლო ტერაქტი, რომელიც მოხდება ხალხის დასაშინებლად", - აცხადებს ლორთქიფანიძემ.