ირაკლი ბათიაშვილი: ვინ იქნება შემდეგი?
საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი, ირაკლი ბათიაშვილი გაზეთ "ასავალ-დასავალთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საზოგადოების შეკითხვა, თუ ვინ იქნება შემდეგი ვაზაგაშვილისა და ხარძიანის შემდეგ არ არის რიტორიკული.
"მოკლეს ვაზაგაშვილი, ახლა - ხარძიანი... საზოგადოება შეშინებული სვამს კითხვას, ვინ იქნება შემდეგი? ეს არ არის რაღაც რიტორიკული კითხვა. ეს რეალური კითხვაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აღელვებს", - აცხადებს ბათიაშვილი.