პრეზიდენტმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო

პრეზიდენტმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა,  გიორგი მარგველაშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ქვეყნის პირველი პირი რუსთაველის გამზირზე მდებარე 9 აპრილის მემორიალთან მეუღლესთან, მრჩევლებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. მათ მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

 

"1989 წელს აქ დაღვრილი პატრიოტების უმანკო სისხლი, ორი წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში გამოიხატა. ბუნებრივია, ჩვენ ყველა წელს პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც აქ იცავდა ჩვენს მომავალ სახელმწიფოებრიობას. ბუნებრივია, მადლობას ვუხდით მათ იმ ღვაწლისთვის, რამაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა. საქართველოს პირველმა პრეზიდეტმა მაშინ ეს აქტი სწორედაც ამ ტრაგიკულ მოვლენებს დაუკავშირა, რითაც ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ძალიან რთულ და მნიშვნელოვან გზას", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: