გიორგი ვოლსკი: უამრავი ახალგაზრდა თავისდაუნებურად დანაშაულში იყო ჩართული
პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელ განცხადებებს, რომელიც შეეხებოდა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელებისთვის სასჯელის შემსუბუქებას, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა.
"უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა თავისდაუნებურად იყო ჩართული დანაშაულში",- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა უკანონო დავალების შესრულებაზე სპეცრაზმელების დაკავებას არასწორი უწოდა. ვახტანგ გომელაურმა კი განაცხადა, რომ ეს ადამიანები არასწორი ბრძანების შესრულებას შეეწირნენ.