გიგლა აგულაშვილი: აბულაძის დაკავებით შსს-მ ეფექტური მუშაობა დაადასტურა

გიგლა აგულაშვილი: აბულაძის დაკავებით შსს-მ ეფექტური მუშაობა დაადასტურა

 შალვა აბულაძის დაკავება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების მოტივების დადგენა მნიშვნელოვანია, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიგლა აგულაშვილმა ისაუბრა.


აგულაშვილის განცხადებით, საქმე ჩვეულებრივ დამნაშავეს არ უნდა ეხებოდეს და საჭიროა, გაირკვეს ის გარემოებები, რამაც მას მძიმე დანაშაულების ჩადენისაკენ უბიძგა.


"ვნახეთ, აბულაძის დაკავების სპეცოპერაცია როგორ მშვიდად, წყნარად და უხმაუროდ წარიმართა. ამით სკეპტიკოსების მოსაზრებებსაც პასუხი გაეცა", - განუცხადა ჟურნალისტებს აგულაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: