საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის დეფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით შეშფოთებულია

საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის დეფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით შეშფოთებულია

საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის დეფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით შეშფოთებულია.

 

ამის შესახებ ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

უწყება სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში, 11 და 12 აპრილს, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელების დაკეტვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

 

"ეს უხეშად არღვევს თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვის დრო. სააღდგომო პერიოდში, 11 და 12 აპრილს, ადგილობრივ მოსახლეობას ექმნება დაბრკოლება ოჯახის წევრებისა და ნათესავების საფლავების მოსანახულებლად.

 

"საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საოკუპაციო რეჟიმის მიერ ასეთ ჰუმანიტარულ საკითხზე დაბრკოლებების შემოღების გამო და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა," - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: