გიორგი მარგველაშვილმა 78 მსჯავრდებული შეიწყალა

გიორგი მარგველაშვილმა 78 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების აქტი გამოსცა, რომლის საფუძველზეც, ქვეყნის პირველმა პირმა სააღდგომოდ 78 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც პატიმართა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ  დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 57 პატიმარი დღესვე დატოვებს საპატიმროს, ხოლო 21 მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირდა.


"ზოგს გაუნახევრდა, ზოგს მოაკლდა დარჩენილი სასჯელის ერთი მესამედი. განზრახ მკველელობის მუხლით მხოლოდ ერთი მსჯავრდებულია შეწყალებული, მას გაუნახევრდა დარჩენილი სასჯელი", - განაცხადა ქორიძემ.


პატიმართა შეწყალების კომისიამ  სულ 460 პატიმრის საქმე განიხილა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: