გიორგი ბარამიძე: "მთავრობა სირაქლემის მდგომარეობაშია"
"მთავრობა სირაქლემის მდგომარეობაშია," - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი ბარამიძე გალში ქართული ენის სწავლების აკრძალვის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის გადაწყვეტილებას.
საპარალემტნო უმცირესობის წევრი მთავრობისგან ფაქტზე დროულ რეაგირებას და საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას ითხოვს.
"საქართველოს მთავარობა აბსოლუტურად გაუმართლებელ სირაქლემულ პოზიციაშია, ამით მხოლოდ საქმე ფუჭდება. ამ თემის წაყრუება და გაჩუმება ქვეყნისთვის საზიანოა. განსაკუთრებით მტკივნეულია ეს ყველაფერი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის. უნდა მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების დროული ინფორმირება და მათზე ზეწოლის განხორციელება," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
მმართველ კოალიციაში კი ფიქრობენ, რომ მსგავს ფაქტებზე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება დროულად ხდება.
"ბევრი ფიქრის მერე გადაწყვიტეს, რომ ეს არის ის რესურსი, საიდანაც შეიძლება შეივსოს აფხაზური ეთნიკური ჯგუფი. აფხაზები თავისთვის ცდილობენ ეს ადამიანიები გამოიყენონ. ეს ადამიანები მძიმე მდგომარეობაში გამოდიან. ეს მარტო კრემლის გადაწყვეტილება არ არის. რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ? ეს არის საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება და ეს არ არის პატარა ფაქტორი. უნდა გაგრძელდეს საერთაშორისო ზეწოლა," - განაცხადა მმართველი კოალიციის წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ.