გიორგი თევზაძე-„4 ათასზე მეტმა ეთნიკურად ქართველმა მოსწავლემ შესაძლოა საშუალო განათლება მხოლოდ რუსულ ენაზე მიიღოს“

გიორგი თევზაძე-„4 ათასზე მეტმა ეთნიკურად ქართველმა მოსწავლემ შესაძლოა  საშუალო განათლება  მხოლოდ რუსულ ენაზე მიიღოს“

 

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე  ავრცელებს განცხადებას რომელსაც „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც საინფორმაციო წყაროებიდან ცნობილი ხდება სექტემბრის თვიდან   დაახლოებით  4 ათასზე მეტმა ეთნიკურად ქართველმა მოსწავლემ შესაძლოა  საშუალო განათლება მხოლოდ რუსულ ენაზე მიიღოს.რადგანაც კრემლის მიერ იგეგმება   გალში  ქართულ ენაზე სწავლების  აკრძალვა ,  რაც რუსეთის  იმპერიალისტური პოლიტიკის   გაგრძელებას   წარმოადგენს ,  საქართველოს  საგარეო უწყება ვალდებულია   გამოიყენოს   ყველა საერთაშორისო ბერკეტები   რუსეთის ხელისუფლების  ავანტურისტული და ანტიქართული პოლიტიკის წინააღმდეგ   რათა საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან მაქსიმალური ქმედებითი ღონისძიებები  განხორციელდეს რუსეთის ხელისუფლების მიმართ , რეალურად რუსეთის ხელისუფლება ყველაფრის  შემომქმედი და გადამწყვეტია და არა აფხაზეთში  მათ მიერ დასმული  მარიონეტული რეჟიმი, იმიტომაც   იგი  არაფერს არ წყვეტს .   ამასთანავე  საერთაშორისო საზოგადოებას მივმართავთ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ  დაცული   იყოს ადამიანის ელემენტარული უფლებები  ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.  რადგანაც  სექტემბრიდან გალში შესაძლოა ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალოს -  ეს ინფორმაცია აფხაზურმა მედიამ გაავრცელა.  როგორც აფხაზთა კრების წევრები ამბობენ, გალის მცხოვრებლებმა მათ უშუალოდ დაუდასტურეს, რომ ახალი სასწავლო წლიდან 11 სკოლაში ქართულ ენაზე სწავლება შეწყდება. ოკუპირებული სოხუმი ახალ აკრძალვებს აწესებს. გალის რაიონში მცხოვრები ქართული სოფლების გამგებლები, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ე.წ. საზღვრის გადმოკვეთას ვეღარ შეძლებენ. ენგურის ხიდის გადმოკვეთას უკვე მხოლოდ გალის ის მაცხოვრებლები შეძლებენ, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადმინისტრაციული თანამდებობები არ უკავიათ. გარდა ამისა ხაჯიმბას  ეგრწ მთავრობა სექტემბრიდან 40-მდე  ქართულ სკოლაში ქართული ენის სასწავლო პროგრამიდან ამოღებას გეგმავს   ანუ გრძელდება რუსეთის მხრიდან საქართველოს განუყოფელ ნაწილში აფხაზეთში რომელიც ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ ეთნიკურ ქართველთა  დევნა და შევიწროება  რასაც დემოკრატიული სახელმწიფოებებისა და საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მხრიდან ქმედითი რეაგირებაა აუცილებელი“, - აცხადებს უფლებადამცველი გიორგი თევზაძე 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: