სალომე ზურაბიშვილი: საქმე გვაქვს ავტორისგან თავის თავისთვის გამოტანილ უმძიმეს განაჩენთან
პარტია "საქართველოს გზის" თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებას facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
"ეს თუ მართალია, თუ მართლაც ეგ სიტყვები მისი ნათქვამია და არა კონტექსტიდან ამოვარდნილი, მაშინ საქმე გვაქვს ავტორისგან თავის თავისთვის გამოტანილ უმძიმეს განაჩენთან...
მეტს ვერც და არც ვიტყვი!", - წერს ზურაბიშვილი.