დავით თევზაძე: დნმ-ის ნიმუშების ჩამარხვას არ სჭირდება არც დაფდაფები, არც დროშები... ჯანელიძე სწორად მოიქცა, რომ არ მივიდა
თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით თევზაძემ "კვირის ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა, რომ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ქართველი ჯარისკაცების ცხედრების ფრაგმენტების ჩამარხვას არ დაფდაფები ჭირდება, არც დროშები, არც პრემიერი და მნით უმეტეს, არც პრეზიდენტი.
"ჩამარხვას არ სჭირდება არც დაფდაფები, არც დროშები, არც პრემიერი, მით უმეტეს, არც პრეზიდენტი და ა.შ. ვინ იფიქრა ამის გაპიარება, მე იმის ტვინში მინდა ჩავიხედო. ადამიანები, ვისგანაც ეს მასალა იყო აღებული, უკვე დაკრძალულები არიან. მოხდა მათი იდენტიფიცირება, ზოგადად, ეს მასალა უნდა ინახებოდეს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, ის განადგურებას არ ექვემდებარება, რადგან შესაძლოა, კიდევ დამატებითი კვლევა გახდეს საჭირო. მე არ ვიცი, რა ტიპის ნაწილები იყო შერჩეული, ჩვეულებრივ ამ ტიპის ანალიზისას გამოიყენებენ ფრჩხილს, თმას და ა.შ. თუ მოხდა იდენტიფიცირება და ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეს მასალა უნდა მოეცილებინა, სადაც, წესით, ბიოლოგიური მასალა უნდა ინახებოდეს, მათ ხომ მოახდინეს იდენტიფიკაცია, იქვე შეეძლოთ, კაფსულით თითოეული მათგანის საფლავში ჩაემატებინათ",- განაცხადა დავით თევზაძემ .