ირაკლი ღარიბაშვილი კახეთის რეგიონს სტუმრობს

ირაკლი ღარიბაშვილი  კახეთის რეგიონს სტუმრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს კახეთის რეგიონს სტუმრობს. ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, მთავრობის მეთაური ბოდბის წმიდა ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსს ეწვია.


პრემიერმა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი მოილოცა და წმინდა ნინოს სახელობის მშენებარე ტაძარი დაათვალიერა.

 

ირაკლი ღარიბაშვილს ბოდბელმა ეპისკოპოსმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა უმასპინძლა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: