ნანა კაკაბაძე: ეს არის კიდევ ერთი გალაწუნება საქართველოს ხელისუფლებისადმი

ნანა კაკაბაძე: ეს არის კიდევ ერთი გალაწუნება საქართველოს ხელისუფლებისადმი

"ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიიდან ზურაბ ადეიშვილის ამოღება უფრო ღრმა და სერიოზული პრობლემაა, ვიდრე მთავარი პროკურატურის სისუსტე", - ამის შესახებ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


"როდესაც უმძიმეს დანაშაულშია ეჭვმიტანილი ადეიშვილი, ინტერპოლი თურმე იმ მიზეზით წყვეტს მის ძებნას, რომ სხვა ქვეყანას მიუცია ადეიშვილისთვის პოლიტიკური თავშესაფარი. ეს არის კიდევ ერთი გალაწუნება საქართველოს ხელისუფლებისადმი. მას ეს ძალიან უნდა აფიქრებდეს - ხელისუფლებამ უნდა გადახედოს თავის ურთიერთობას იმ დასავლელ პარტნიორებთან, რომლებიც მხარს უჭერენ ისეთ პროცესებს, რასაც ჰქვია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წასვლა. ხელისუფლებამ უნდა დაუსვას საკითხი დასავლელ პარტნიორებს, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისი ინტერესები და ღირსება და რომ ამის ხელყოფას საქართველოს ხელისუფლება უპასუხებს ადეკვატურად", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.


 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: