ევროპის უკანა ეზო. რატომ კვდება ბალტიისპირეთი

ევროპის უკანა ეზო. რატომ კვდება ბალტიისპირეთი

„რია-ნოვოსტის“ პრესცენტრში, 14 აპრილს, ალექსანდრე ნოსოვიჩის წიგნის -"ევროპის უკანა ეზო. რატომ კვდება ბალტიისპირეთი“ პრეზენტაცია გაიმართა.


ღონისძიებას ესწრებოდნენ, წიგნის ავტორი და ანალიტიკური პორტალის - rubaltic.ru-ს მიმომხილველი - ალექსანდრე ნოსოვიჩი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობის“ ხელმძღვანელი ტარიელ გაგნიძე, მ.ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული პოსტსაბჭოთა სივრცის შემსწავლელი საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორი სერგეი რეკედა დალატვიელი პოლიტოლოგი ეინარსგრაუდინიში.

 



პრეზენტაციაზე სკაიპის მეშვეობით ჩაერთვნენ  ლატვიელი პოლიტოლოგი, ალიანსის ევროპული დემოკრატიისთვის რეგიონული ვიცე-პრეზიდენტი ნორმუნდ გროსტინიში და  ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, ევროაკადემიის პროფესორი ესტონეთიდან- ედუარდ ტინი.

ბალტიის ქვეყნები - ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან და ისინი საკუთარი თავის პოზიციონირებას  ხშირად ახდენენ,  ევროინტეგრაციაზე დაფუძნებული, პოსტსაბჭოთა განვითარებისა და წარმატების ისტორიის მაგალითად. თუმცა, შეუძლიათ კი სინამდვილეში ბალტიის ქვეყნებს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის სოციალ-ეკონომიკური განვითარების მაგალითად იქცნენ?  რით აიხსნება ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოსახლეობის მასობრივი ემიგრაცია დამოუკიდებლობის წლებში და მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნები უკვე ათი წელია ევროკავშირის წევრები არიან, რატომ რჩებიან კვლავ უღარიბესი ქვეყნების რიცხვში? სწორედ აღნიშნულ კითხვებზე სცემს პასუხს, ალექსანდრე ნოსოვიჩი თავის წიგნში.

ალექსანდრე ნოსოვიჩი: - „იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებმა გააცნობიერონ თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა  მომავალში, ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება სხვადასხვა ქვეყნის  გამოცდილების შედარება და  გათვალისწინება. ბალტიის ქვეყნებში არსებული მითები დემოკრატიაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, ეკონომიკურ სიძლიერეზე, სინადვილეში მხოლოდ ფასადური და მოჩვენებითია. ამას გარდა,აღნიშნულ ქვეყნებში მაღალია ემიგრაციის მაჩვენებელი. მაგალითად, მხოლოდ  დამოუკიდებლობის პერიოდში,  ლატვიამ მოსახლეობის - 27%, ლიტვამ კი -  28% დაკარგა, რაც ძალიან სერიოზული ციფრია ამ ქვეყნებისთვის. მოსახლეობა საკუთარი ოჯახებით, უცხოეთში საცხოვრებლად სამუდამოდ მიდის. თუმცა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ბევრს მაინც  სჯერა მათი და ცდილობს მიბაძოს ამ ქვეყნებს, რაც მე პირადად ძალიან საშიშ ტენდენტციად მიმაჩნია. დღევანდელი პრეზენტაციისა  და დისკუსიის მიზანიც სწორედ ეს გახლავთ, რომ ბალტიის ქვეყნების მაგალითზე, სამხრეთ კავკასის ქვეყნებმა, საქართველომ, ასევე, მოლდოვამ და უკრაინამ განანსხვავონ  მითები რეალობისგან.“

პრეზენტაციის  ორგანიზატორი - მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული პოსტსაბჭოთა სივრცის შემსწავლელი საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი გახლდათ. უახლოეს მომავალში,  წიგნის პრეზენტაცია  ერევნასა და მინსკში გაიმართება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: