ვინ მოხვდა „ქართული ოცნების“ „შავ სიაში“?
პარტია "ქათული ოცნება" კოალიციის რეჟიმში არჩევნებზე აღარ გამოვა, იმაშიც დარწმუნებული ვარ, სპორტსმენებსა და მსახიობებს სიაში აღარ ჩაწერენ, მათ ადგილს დაიკავენებ ახალი სახეები, მათთვის ეს არის ბოლო პარლამენტი", - ამ განცხადებას "ალიასთან" ინტერვიუში იურისტი ვალერი გელბახიანი აკეთებს, მისივე თქმით მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე აუცილებლად გამოჩნდებიან ახალი სახეები. რომლებიც გამოასწორებენ პარლამენტის შელახულ და დაკარგულ ავტორიტებს. გელბახიანი "ოცნების" შავ სიაზეც საუბრობს "ძალიან ბევრი ვერ მოხდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სიაში, ვინც დღეს "ქართული ოცნების" სიით დეპუტატია, საუბარია შავ სიაზე, თუ ვინ ვეღარ მოხვდება "ქათული ოცნების" სიაში. მაგალითად ლაპარაკია ზაქარია ქუცნაშილზე ელისო ჩაფიძეზე,დავით ლორთქიფანიძეზე და ომარ ნიშნიანიძეზე...",-აცხადებს ვალერი გელბახიანი