თეა წულუკიანი: უფლებამოსილების ფარგლებში, რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ!

თეა წულუკიანი: უფლებამოსილების ფარგლებში, რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ!

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტში იხილება რეფორმა, რომლის თანახმადაც ქვეყნიდან ამგვარი გასვლები სისხლის სამართლის წესით იქნება დასჯადი, ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა  თეა წულუკიანმა პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების წასვლის ფაქტზე საუბრისას განაცხადა. 

 

როგორც წულუკიანმა განაცხადა, აუცილებელია პანკისის ხეობაში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.


"იმ სფეროში, რაც მე და ჩემს კოლეგას - შინაგან საქმეთა მინისტრს გვაბარია, ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი. ნაბიჯი იქითკენ, რომ ჩვენ, ძალოვანმა სტრუქტურებმა შევაკავოთ ეს ადამიანები, რომ არ დატოვონ ამ მიზნით ტერიტორია. დანარჩენი უკვე არის პანკისის ხეობის ეკონომიკური განვითარების აუცილებლობა, რაზეც ეკონომიკური ბლოკი მუშაობს", - განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრომ პანკისში გახსნა საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც პანკისელი ახალგაზრდები არა მხოლოდ ბიბლიოთეკით, არამედ 200-ზე მეტი საჯარო სერვისითაც სარგებლობენ.

"ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში, რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ და პანკისს მივეცით თუნდაც ის საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც პანკისელი ახალგაზრდები არა მხოლოდ ბიბლიოთეკით სარგებლობენ, არამედ 200-ზე მეტი საჯარო სერვისითაც. ეს არის ის მაქსიმუმი, რაც ამ ეტაპზე იუსტიციის, ერთ სამინისტროს შეეძლო. თუმცა სხვა სამინისტროები მუშაობენ იმაზე, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას და ახალგაზრდები, როგორც თავად ამბობენ, ბირჟაზე კი არ იდგნენ, არამედ განათლებით იყვნენ დაკავებულები", - განაცხადა წულუკიანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: