ვახტანგ ხმალაძე პროკურატურის თანამშრომლების არასათანადო კვალიფიკაციაზე საუბრობს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ექსტრადიციის შუამდგომლობის დაკმაყოფილების მაჩვენებლის შემცირების ორ სავარაუდო მიზეზე საუბრობს.
"შედარება არ უნდა იყოს ტენდენციური. უნდა შეეცადოთ, რომ ობიექტური მონაცემები შეუდაროთ ერთიმეორეს. მიზეზი რაა? ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მართლაც კარგად არ არის დასაბუთებული მოთხოვნა ექსტრადირების და ამის მიზეზი, ალბათ, არასათანადო კვალიფიკაციაა.
მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ყოველთვის ხდება ამის აფიშირება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა", - აცხადებს ხმალაძე.
შეგახსენებთ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულისტატისტიკის თანახმად, 2010-2015 წლებში ყველაზე მეტი (59) აღნიშნული ხასიათის შუამდგომლობა საქართველოს პროკურატურის მიერ დაყენებული იქნა 2010 წელს რომელთაგან 34 (57,6%) დაკმაყოფილდა. საზღვარგარეთის საგამოძიებო ორგანოების მიერ, ძებნილ პირთა ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობების დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი 2012 წლის შემდგომ ყოველწლიურად მნიშვნელოვნად მცირდება.