თეა წულუკიანი: არ ვიცით რომელმა ქვეყანამ დაიცვა ადამიანი, რომელსაც, სავარაუდოდ ბევრი ცუდი აქვს გაკეთებული
იუსტიციის მოქმედი მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ინტერპოლით ძებნილთა სიიდან ამოღებას ეხმაურება. როგორც წულუკიანმა განმარტა, ამის მიზეზი მხოლოდ ის გახდა, რომ ადეიშვილს თავშესაფარი მიანიჭეს.
"ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში, არ ვიცით, თუ რომელმა ქვეყანამ გააკეთა ეს და რომელმა ქვეყანამ მიანიჭა თავშესაფარი და დაიცვა ის ადამიანი, რომელსაც, სავარაუდოდ, ძალიან ბევრი ცუდი აქვს საქართველოში გაკეთებული.
პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ადამიანი წითელ ცირკულარში ყოფილიყო შეტანილი. წერილი, რომელიც ინტერპოლისგან არის მიღებული, აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ თავშესაფრის სტატუსის გამო მოხსნილია ეს ადამიანი",- განაცხადა მინისტრმა.