ომბუდსმენის რწმუნებულებმა დააფიქსირეს, რომ აბულაძეს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება
პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რწმუნებულებს ესაუბრა.
როგორც სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე აცხადებს, რწმუნებულებმა, დაკავებულის სხეულზე გარკვეული დაზიანებები დააფიქსირეს.
"მეშვიდე დაწესებულებაში მოინახულეს შალვა აბულაძე სახალხო დამცველის რწმუნებულებმა. ის აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ გახდა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. ასევე, აცხადებს, რომ მერვე დაწესებულებაში მოთავსების შემდეგაც მასზე განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა. სახალხო დამცველის რწმუნებულებმაც დააფიქსირეს, რომ მას სხეულზე აღენიშნება გარკვეული დაზიანებები, ასევე დოკუმნტალურადაც დასტურდება. სახალხო დამცველი აპირებს, რომ გამოძიების დაწყების თაობაზე მიმართოს პროკურატურას", - განაცხადა კაციტაძემ.