კახი კალაძე ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფის გადახედვას არ გამორიცხავს
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უახლოეს მომავალში ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფის გადახედვას არ გამორიცხავს.
"რაც შეეხება გაზის სუბსიდირებას, მოსახლეობაზე უკვე დიდი ხანია, ვახორციელებთ სუბსიდირებას 2012 წლიდან, როდესაც 5 თეთრით მოხდა შემცირება და ვფიქრობ, ალბათ მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა კალაძემ.
ვიცე პრემიერმა კომენტარი კომერციულ ტარიფთან დაკავშირებითაც გააკეთა.
"რაც შეეხება კომერციულ ტარიფს, ამაზე იყო საუბარი თითქოს უნდა მომხდარიყო ტარიფის გაძვირება კომერციული სექტორისთვის. ამაზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ. თუმცა სადისტრიბუციო კომპანიები თავისი სახსრებით ახერხებენ თავი გაიტანონ, თუმცა უახლოეს მომავალში შეიძლება მოხდეს გადახედვა. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ", - განაცხადა კალაძემ.