ირაკლი სესიაშვილი: ხელისუფლება გაცილებით დემოკრატიულია, ვიდრე ...
"პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ, რომ სამართლიანი სასამართლო გვქონდეს", - განცხადება ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას გააკეთა.
"პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ, რომ სამართლიანი სასამართლო გვქონდეს. ამას დროს სჭრიდება. რა თქმა უნდა, არ ვართ ჩვენ სუპერპროფესიონალები და ამის გამოცდილება ქვეყანას არ ჰქონდა. ბევრმა შეიძლება კრიტიკულად მიიღოს ჩემი ეს განცხადება, განსაკუთრებით მედიამ, მაგრამ დღეს მე მიმაჩნია, რომ ხელისუფლება გაცილებით დემოკრატიულია, ვიდრე საზოგადოება, იმიტომ, რომ საზოგადოება ჩვენ გვთხოვს დემოკრატიას, მაგრამ, მეორეს მხრივ, დიქტატორული მეთოდებით გვთხოვს იმ სურვილების დაკმაყოფილებას, რაც 9-წლიანმა ტანჯვა-წამებამ გამოიწვია. მედიაც ვერ გაერკვა დემოკრატიულ პირობებში რა ადგილი დაიკავოს და ზოგი ისტერიკაშია ჩავარდნილი, ზოგი პოლიტიკური პარტიის ლობისტი გახდა, ზოგს ადგილი აღარ ეყო, რომ დაეკავებინა", - განაცხადა სესიაშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლება მზადაა, საკუთარი პოლიტიკური ინტერესები დააზარალოს და ქვეყნის - არა.