ხათუნა ლაგაზიძე: ადეიშვილის შემთხვევა ხელისუფლებისთვის შემაშფოთებელი უნდა იყოს!

ხათუნა ლაგაზიძე: ადეიშვილის შემთხვევა ხელისუფლებისთვის შემაშფოთებელი უნდა იყოს!

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ინტერპოლის მიერ ზურაბ ადეიშვილის წითელი ცირკულარიდან მოხსნას შემაშფოთებელ ფაქტს უწოდებს და განმარტავს, რომ ამ ჟესტით  დასავლეთმა ხელისუფლებას ერთგვარი წითელი ბარათი აჩვენა. 

"ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ეპოვა ოქროს შუალედი, რომლითაც ერთის მხრივ საზოაგდოებას დაუკმაყოდილებდა კანონიერ მოთხოვნას, აღედგინა სამართლიანობა და მეორეს მხრივ, ეს იქნებოდა მიწოდებული იმგვარად, რომ ამას არ გამოეწვია დასავლეთის ძალიან კატეგორიული ტონი.
 
ის, რაც მოხდა ადეიშვილის შემთხვევაში, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არის დასავლეთის მიერ, საქართველოს ხელისუფლებისთვის აწეული წითელი ბარათი. მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს ძალიან შემაშფოთებელი ხელისუფლებისთვის."- განაცხადა ლაგაზიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: