ირაკლი სესიაშვილი:"ნაციონალური მოძრაობა" ვერ ხვდება რა არის პროფესიონალიზმი!

ირაკლი სესიაშვილი:"ნაციონალური მოძრაობა" ვერ ხვდება რა არის პროფესიონალიზმი!

"ჩვენ პროკურორები მართლაც დავიქირავეთ და რა თქმა უნდა, ასეთი დონის პროფესიონალებს რომ დაიქირავებ, მათ გარკვეული თანხა უნდა გადაუხადო," -ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი საპარლამენტო უმცირესობის წევრ ირმა ნადირაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს პროკურატურას მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები მოქრთამული ჰყავს.
 
"ნაციონალური მოძრაობა" ვერ ხვდება რა არის პატივი, ღირსება და პროფესიონალიზმი და ჰგონიათ, რომ თუ ვინმე დაქირავებულია, აუცილებლად ის უნდა შეასრულოს, რასაც ხელისუფლება დაავალებს. ნორმალურია, რომ მოწვეულ უცხოელ პროკურორებს ხელფასს საქართველოს ბიუჯეტიდან უხდიან.
 
როდესაც ქვეყანა მილიონობით დოლარს იხდიდა ლობისტურ კომპანიებში, პირდაპირ და არაპირდაპირ ხდებოდა გარკვეული ლიდერებისთვის კომფორტის მოწყობა, არა ქვეყნის, არამედ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის და ამის გარკვეულ შედეგებს დღეს ვიმკით - ეს არის ის, რაც ნამდვილად მოუღებელია ჩვენი საზოგადოებისა და ხელისუფლებისთვის", - განაცხადა სესიაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: