გოგა ონიანი: მე თვითონ ვადასტურებ, რომ ამ აქციაზე ვიყავი
ადვოკატი გოგა ონიანი 2009 წლის 15 ივნისის აქციის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. წინასწარი ინფორმაციით, ონიანის დაკითხვა აღნიშნულ საქმეზე მოწმის სტატუსით ხდება.
"მე თვითონ ვადასტურებ, რომ ამ აქციაზე ვიყავი. მაგრამ, თუკი ვინმემ იქ გადაცდომა ჩაიდინა, არსებობს ამის დამადასტურებელი ფოტომასალა. თუკი ვინმე მაჩვენებს ერთ ფოტოს მაინც, სადაც მე გადაცდომას ჩავდივარ, პირობას ვდებ, რომ არამცთუ ადვოკატს ავიყვან, არამედ თავადაც არ დავიცავ საკუთარ თავს", - აცხადებს გოგა ონიანი.