შესაძლოა ევროკავშირმა რუსეთთან თავისუფალი სავაჭრო სივრცე შექმნას
გერმანიის კანცლერი არ გამორიცხავს, ევროკავშირმა რუსეთთან თავისუფალი სავაჭრო სივრცე შექმნას.
ამის შესახებ "დოიჩე ველეს" ცნობით, ანგელა მერკელმა გერმანიის ქალაქ შრალზუნდში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. მან გაიხსენა რუსეთის პრეზიდენტის იდეაც "ვლადივოსტოკიდან ლისაბონამდე" თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ. მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებების მკვეთრი სხვაობისა, მერკელს რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაწყვეტა არ სურს.
"მომავალში ჩვენ ვუშვებთ იმას, რომ შესაძლოა მსხვილი თავისუფალი სავაჭრო ზონა შეიქმნას, მათ შორის რუსეთთან. ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს იმისათვის, რომ მივუახლოვდეთ საერთო ეკონომიკურ ზონას, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა ერთხელ "ვლადივოსტოკიდან ლისაბონამდე" უწოდა", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.