ვახტანგ გომელაური:დაისჯებიან ის პიროვნებები, ვინც ხელს უწყობენ და აქეზებენ პანკისელ ახალგაზრდებს
"გპირდებით, დაისჯებიან ის პირები, რომლებიც პანკისელ ბავშვებს აქეზებენ, რომ სირიაში წავიდნენ", - აცხადებს ვახტანგ გომელაური.
"პანკისთან მიმართებაში ახალი არაფერია. ვმუშაობთ. არ მინდა, წინასწარ დავაანონსო რაიმე ინფორმაცია. გამოძიება მიმდინარეობს. მე გპირდებით, რომ დაისჯებიან ის პიროვნებები, ვინც ხელს უწყობენ და აქეზებენ ახალგაზრდებს, ბავშვებს, რომ წავიდნენ სირიაში და მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა", - განაცხადა გომელაურმა.