„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა თავდასხმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე-რა ხდება გურჯაანში?

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა თავდასხმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე-რა ხდება გურჯაანში?

ხმაურია ამ წუთებში გურჯაანის გამგეობის შენობაში, სადაც რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ოფისია განთავსებული. ამ ოფისში დღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ნეპოტიზმისა და კორუფციის შემსწავლელი კომისიის ადგილობრივი ოფისი გახსნეს და მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს. რამდენიმე წუთის წინ კი დეპუტატ ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით შენობაში ქართული ოცნების  მხარდამჭერები შეიჭერნენ და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. 

 

"შემოგვივარდნენ ზონდერები,  ჩამოგვიგდეს აბრა და შენობის დაცლა მოგვთხოვეს, მანამდე გუბერნატორი იყო მოსული, რომელმაც გამგებელი ჩაიყვანა და დირექტივები მისცა ამის შემდეგ კი ჩვენს ოფისში შემოვარდნენ"-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: