ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ნოდარ ჯავახიშვილი ინიშნება

ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ნოდარ ჯავახიშვილი ინიშნება

პრემიერმინისტრის განცხადებით დავით შავლიაშვილს ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ნოდარ ჯავახიშვილი შეცვლის. 

 

განცხადება საქართველოს მთავრობის მეთაურმა რამდენიმე წუთის წინ ჟუნრალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით დავით შავლიაშვილი 4 თვის განმავლობაში გადადგომას ითხოვდა თუმცა პრემიერი მის განცხადებას არ აკმაყოფილებდა.

 

"დავით შავლიაშვილის გადაწყვეტილების მიზეზი არის ის, რომ მას დეკემბერში აღმოაჩნდა საკმაოდ სერიოზული დაავადება, როგორც ჩანს, თანდაყოლილი. თუმცა სწორედ მაშინ ჰქონდა პირველი შეტევა. იმის მერე, ბოლო ოთხ თვეში ბატონმა დავითმა რამდენჯერმე მომმართა გადადგომის თხოვნით, მაგრამ ვინაიდან საქართველოში იყო რთული ვითარება, გამომდინარე ლარის დევალვაციიდან, ასევე იქედან, რომ მნიშვნელოვანი იყო პირველი კვარტალი წარმატებით დამთავრებულიყო, მე ვთხოვე დარჩენა. მანაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გადამდგარიყო და პირველი კვარტალი მართლაც წარმატებით დაასრულა. ნამდვილად მინდა დავადასტურო მისი ეფექტიანობა – ის იყო საკმაოდ რისკიანი, ეფექტური მენეჯერი, რომელსაც არ უჭირდა გადაწყვეტილების, მათ შორის რთული გადაწყვეტილების მიღება. აქედან გამომდინარე მიუხედავად იმისა, რომ მე მეწყინა მისი გადაწყვეტილება, ვეღარ დავაძალებდი რომ გაეგრძელებინა მუშაობა. როგორც ჩანს, ამ თვეების განმავლობაში გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: