პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას არ აპირებს
საქართველოს პრეზიდენტი არ აპირებს ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას. მისი თქმით, რეზიდენციის თემა არა კვადრატულ მეტრებს, არამედ მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაპირისპირებას უკავშირდება. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ის ვალდებულია, იყოს დამოუკიდებელი და მითითებებს არ დაემორჩილოს.
"ეს თემა არ უკავშირდება კვადრატულ მეტრებს, ეს პოლიტიკური თემაა, სამწუხაროდ, ბატონი ბიძინასთვის მიუღებელია, რომ მე თვითონ ვწყვეტ ჩემს საქმიანობას, არც საქართველოს სჭირდება ის პრეზიდენტი, რომელიც დაემორჩილება და მითითებებით დატოვებს შენობას.
როგორც პრეზიდენტი, ვალდებული ვარ, ეს არ გავაკეთო და დავიცვა ინსტიტუტის ღირსება. ამაში ინტერესი არავის გააჩნია, ეს არის ჩემი და ბიძინას პიროვნული დაპირისპირება. მე, როგორც პრეზიდენტი, ვალდებულებას ვასრულებ და ვიცავ ინსტიტუტს" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.