შალვა ხაჭაპურიძე:ეტყობა, ამ ხალხს დემოკრატია კი არ უნდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოიტანა
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ბიზნესმენ ფადი ასლის განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ ბიზნესი არსებულ რეალობაში დიდი ზეწოლას განიცდის.
ხაჭაპურიძის თქმით, ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ მართლაც დემოკრატიული პრინციპები და გარემო ჩამოყალიბდა.
"რა, მაშინ არ იყო ბიზნესში პრობლემები? მაგრამ ამოიღებდა ხმას და წააცლიდნენ თავს! ფადი ასლიმ იცის, ბიძინა ივანიშვილი თავს რომ არ წააჭრის, ქვეყანაში დემოკრატიაა და ამიტომაც ლაპარაკობს ამდენს. ეტყობა, ამ ხალხს დემოკრატია კი არ უნდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოიტანა, ამათ უნდათ უკნიდან ცოცხი და ზევიდან - "დუბინკა"! ეტყობა, ეს მოსწონს ქართულ ბიზნესს და რომ არავინ იყენებს ამ "ინსტრუმენტებს", დისკომპომფორტში არიან! რას ბოდიალობენ ეს ნაძირლები?! მილიონები იტუცეს ჯიბეში და ახლა ითხოვენ, დაუცველები ვართ, გამოხატვის თავისუფლებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარეს, კანონი გამკაცრდესო! რაც შეეხება ჩვენს საქმეს - წიწილებს ითვლიან შემოდგომაზე! ხაზარაძე გამოდიოდა სასამართლოზე და კატეგორიულად ითხოვდა "ასავალ-დასავალისათვის" 160 ათასი ლარის დაკისრებას - გაზეთი ამით უნდა შევაკავოთ, რათა მომავალში ვერ შეძლოს "სიცრუის ტირაჟირებაო!" აგერ არის, ბატონო, სასამართლოს სხდომების ოქმები... დაუკმაყოფილა სასამართლომ ეს მოთხოვნა?"- განაცხადა ხაჭაპურიძემ.