საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
ბრძანებულების მიხედვით, უფლებამოსილება შეუწყდათ როგორც მინისტრის პირველ მოადგილეს, ისე მოადგილეებს.
"შეუწყდეთ უფლებამოსილება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.
კანონმდებლობის მიხედვით, მინისტრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მისი მოადგილეები ავტომატურად ტოვებენ თანამდებობას.