დავით ბაქრაძე:,ალექსანდრ ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტისას ბევრ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერება ხელი
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტისას ხელი მოეწერება ბევრ მნიშვნელოვან დოკუმენტს.
"ბელარუსი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფო. მალე ველოდებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს. რა თქმა უნდა, ჩართულობის ხარისხი, ინტეგრაციის ხარისხია განსხვავებული სხვადასხვა სახელმწიფოებში, მაგრამ სამეზობლო პოლიტიკის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენ ზოგ საკითხებში საერთო გამოწვევები და საერთო მისწრაფებები გვაქვს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.