"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ სამთავრობო უწყებებში დასაქმებული ნათესავების სია

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ სამთავრობო უწყებებში დასაქმებული ნათესავების სია

გუშინ, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო"-მ გაავრცელა ინფორმაცია, „ქართულ ოცნებაში“ არსებულ ნეპოტიზმის ფაქტებზე. ამჯერად, გაზეთი „ალია“ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ სამთავრობო უწყებებში დასაქმებული ნათესავების სიას აქვეყნებს.

 

1. ზაზა გოროზიას ძმა - გამგებელი სამეგრელოში.

2. მაია ნადირაშვილის ძმა - გამგებელი კახეთში.

3. ზურაბ ადეიშვილის ძმა - შსს-ს ყოფილი თანამშრომელი და კახეთის გამგებელი.

4. ვახტანგ ბალავაძის ძმა - გამგეობის თანამშრომელი.

5. გია ლორთქიფანიძის ძმა - ყოფილი სამხარეოს უფროსი.

6. თინა ბურჯალიანის (იუსტიციის მინისტრის მოადგილე) ქმარი (ნიკა ძიმცეიშვილი) - თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

7. ლაშა დამენიას სიმამრი (გონელი ყოლბაია) - ზუგდიდის სპორტული განვითარების ცენტრის მთავარი სპეციალისტი.

8. რუსუდან კილასონიას (ზუგდიდის გამგებლის მოადგილე) მეუღლე - ზუგდიდის გამგეობის  სამხედრო განყოფილების წამყვანი სპეციალისტი.

9. ნათია მერაბიშვილის (ვანო მერაბიშვილის ახლო ნათესავი) ქმარი (გოჩა გელაშვილი) - სამცხე-ჯავახეთის კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე.

10. ვანო მერაბიშვილის ბიძაშვილი (დავით მერაბიშვილი) - სამცხე-ჯავახეთის შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი.

12. ვანო მერაბიშვილის ბიძაშვილი (მალხაზ მერაბიშვილი) - სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის სამეურნეო განყოფილების ყოფილი უფროსი.

13. ვანო მერაბიშვილის ნათლული (მალხაზ ხუციშვილი) - სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსი.

14. ვანო მერაბიშვილის ნათელ-მირონი (დავით ნარიმანიშვილი) - გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

15. თაკო სალაყაიას ბიძა - შემოსავლების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი.

16. ვანო მერაბიშვილის ნათესავი (ამირან აფრამაშვილი) - საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს მონიტორინგის ჯგუფის ინსპექტორი.

17. ვანო მერაბიშვილის დედა (ჟენია თუმანიშვილი) - ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი.

18. ვანო მერაბიშვილის ბიძაშვილი (თემურ თუმანიშვილი) - ადიგენის კომისარი.

19. ვანო მერაბიშვილის ბიძაშვილი (სტეფანე თუმანიშვილი) - გენერალური პროკურატურის ყოფილი წამყვანი სპეციალისტი.

20. ვანო მერაბიშვილის დეიდაშვილი (მამუკა თუმანიშვილი) - საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს მონიტორინგის ჯგუფის ინსპექტორი.

21. ლადო ვარძელაშვილის პირველი ცოლის და (თეონა ხრიკული) - ქ. თბილისის მერიის ცხელი ხაზის ხელმძღვანელი.

22. ვახტანგ მჭედლიძის (ქ. თბილისის მერის მრჩეველი) და (თიკო მჭედლიძე) - ქ. თბილისის მერიის ცხელი ხაზის თანამშრომელი.

23. თეა შათირიშვილის (ქ. თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი) მული (ნინო ჩიბურდანიძე) - ქ. თბილისის მერიის ცხელი ხაზის თანამშრომელი.

24. თათა ქურხაშვილის (ქ. თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი) დეიდა (მაია ხიზანიშვილი) - ქ. თბილისის მერიის ცხელი ხაზის თანამშრომელი.

25. ნაზი არონიას რძალი (ელენე ბაშალეიშვილი) - ქ. თბილისის მერიის ცხელი ხაზის თანამშრომელი.

26. ლელა წერეთელი (ზურაბ ადეიშვილის ძმის ცოლი) - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტი.

27. ოლგა შაშკინა (დიმიტრი შაშკინის და) - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პოლიტიკის სამმართველოს სპეციალისტი.

28. თამარ ტატუნაშვილი (გია ხუროშვილის მეუღლე) - შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება", ბიზნესგანვითარების სამსახურში კორპორაციული კომუნიკაციის მენეჯერი.

29. გვანცა მამულაიშვილი (გიორგი კარბელაშვილის დეიდაშვილი) - სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს კანცელარიის სპეციალისტი.

30. ირაკლი კოკაია (კობა სუბელიანის და გივი თარგამაძის შვილის ნათლია) - განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რეპატრიაციის სამმართველოს უფროსი.

31. ლეილა ჩერგოლეიშვილი (გიგა ბოკერიას სიდედრი) - "თელასის" გარე სერვისის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

32. გივი ხეთაგური (ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის მამა) - თელასის სამეურნეო უზრუნველყოფის სექტორის ხელმძღვანელი.

33. ირაკლი კანდელაკი ("თელასის" ყოფილი გენერალური დირექტორის, ამჟამად შპს "მტკვარი-ენერგეტიკის", "ხრამჰესი 1-2"-ის გენერალური დირექტორის, დევი კანდელაკის ძმა, ა. ხეთაგურისა და ნ. გვარამიას მეგობარი) - "თელასის" სახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე.

34. სოფიო მიქელაძე (გიორგი ჩახნაშვილის დეიდაშვილი) - სსიპ მანდატურის სამსახურის კანცელარიის კოორდინატორი.

35. ვლადიმერ გლავაცკი (ყოფილი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას ქვისლი) - კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მაუწყებლობის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი.

35. ლელა დაღელაშვილი (პარლამენტის წევრ ირმა ნადირაშვილის მული) - ჯანდაცვის სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი.

36. ნინო თოფურიძე (სოსო თოფურიძის შვილი) - ჯანდაცვის სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

37. ირმა ქიტიაშვილი ("ნაცმოძრაობის" ყოფილი დეპუტატის, ს. ქიტიაშვილის და) - ჯანდაცვის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი.

38. ნათია ჟღენტი (შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, შოთა ხიზანიშვილის მეუღლე) - ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს სპეციალისტი.

39. თამარ თუმანიშვილი (ვანო მერაბიშვილის ბიძაშვილი) - ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.

40. თეონა ფანცულაია (მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით ჩხატარაშვილის ცოლისდა) - ჯანდაცვის სამინისტროს საორგანიზაციო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

41. ნაზიბროლა გვაჯაია (ხარაგაულის ყოფილი "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატის, ჯ. მაღლაკელიძის მეუღლე) - ჯანდაცვის სამინისტროს საორგანიზაციო სამმართველოს სპეციალისტი.

42. თამარ მერაბიშვილი (მ. სააკაშვილის პილოტის მეუღლე) - ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის სპეციალისტი.

43. ნათელა ხმალაძე ("ნაციონალური მოძრაობის" წევრის, მ. წამალაშვილის მეუღლე) - ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

44. მარინა მესხი (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კ. კუბლაშვილის მეუღლე) - ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის), მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვის დახმარების სახელმწიფო ფონდის უფროსი.

45. გურამ ვარშალომიძე (ლევან ვარშალომიძის მამა) - ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

46. თამაზ სეფერთელაძე (კოკა სეფერთელაძის მამა) - ტექნიკური უნივერსიტეტის პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

47. ელგუჯა ქუთელია (ბათუ ქუთელიას მამა) - ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

48. ნოდარ კოდუა (ირაკლი კოდუას მამა) - ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

49. შუქური ბაქრაძე (დავით ბაქრაძის მამა) - ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

50. მედიკო ალანია (ყოფილი პარლამენტარის, ზაზა გელაშვილის მეჯვარე) - სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (სად-ის) სამმართველოს უფროსის მოადგილე.

51. თენგიზ კაველიძე (იგივე ზაზა გელაშვილის მეჯვარე) - სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (სად-ის) თავმჯდომარის მოადგილე.

52. ნიკოლოზ მესხელი (შს ყოფილი მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, ამირან მესხელის მამა) - შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანია", შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

53. მარინა ბერიძე (ანსამბლ "ივერიის" წევრის ზურაბ ლალიაშვილის ყოფილი მეუღლე) - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორი.

54. ბაკურ დავითაია (ექსმინისტრ პაპუნა დავითაიას ძმა) - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის რეგიონალური პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

55. ვლადიმერ გაბაშვილი (გოკა გაბაშვილის ძმა) - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

56. ნანა კალანდია (ელდარ კვერნაძის მეუღლე) - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციული მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

57. ლალი დავითაია (პარტია "ევროპელი დემოკრატების" თანათავმჯდომარის, კ. დავითაიას დეიდა) - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ნარკოტიკების ლეგალური ბრუნვის სამმართველოს უფროსი.

58. თეონა ლოლაძე (იმერეთის კუდ-ის ყოფილი უფროსის ი. არჩაიას მეუღლე) - სემეკი, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმის წარმოების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.

59. ნინო ბანცაძე (ხარაგაულის მაჟორიტარის, მამუკა ჭყოიძის მეუღლე) - სემეკი, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმის წარმოების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.

60. ლია დათიაშვილი (შსს იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა დათიაშვილის მეუღლე) - სემეკი, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმის წარმოების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.

61. ნინო ლაშხია (ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის მეუღლე) - სემეკი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.

62. ვასილ მახათაძე (სემეკის ყოფილი თავმჯდომარის, გურამ ჩალაგაშვილის მამიდაშვილი) - სემეკი, სამეურნეო სამმართველოს უფროსი.

63. ნუგზარ ბუტიკაშვილი (იგივე გურამ ჩალაგაშვილის მეუღლის ნათესავი) - სემეკი, სამეურნეო სამმართველოს უფროსი სპეციალისტი.

64. ბეგლარ კაპანაძე (მ. სააკაშვილის ბებიის, მზია წერეთლის ნათესავი) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი.

65. გიორგი გოგოლაძე, (ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ურუშაძის ძმის ქვისლი) - სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსი.

66. ავთანდილ ვასაძე (სააგენტოს ყოფილი დირექტორის ("ნაცმოძრაობიდან"), მ. წამალაშვილის მეჯვარე) - სოციალური მომსახურების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

67. ლუიზა ჩალათაშვილი (საგარეჯოს ყოფილი გამგებლის, გია ჩალათაშვილის შვილი) - სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურნეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი.

68. ნატალია ხმალაძე (იგივე მ. წამალაშვილის ცოლისდა) - სოციალური მომსახურების სააგენტოს ადამიანური რესურსების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

69. ნათია ნადირაშვილი (პარლამენტარ ირმა ნადირაშვილის და) - სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის უფროსი.

70. ლილე ლიპარტელიანი (დილარ ხაბულიანის ბიძაშვილის მეუღლე) - სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის ცენტრის უფროსი.

71. გენადი კერძევაძე (თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი უფროსის, გიორგი საბანაძის ქვისლი) - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი.

72. დავით ვეშაპიძე (საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის ნათია თურნავას მეუღლე) შპს "ყაზტრანსგაზთბილისი", სადისტრიბუციო ცენტრის უფროსი.

73. სერგო მელაძე ("ნაციონალი" პარლამენტარის, გიორგი მელაძის მამა) - ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის ხელმძღვანელი.

74. მაგული კვერნაძე (ელდარ კვერნაძის და) - ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.

75. ნინო ლომთათიძე (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, რამაზ ნიკოლაიშვილის დისშვილი) - საავტომობილო გზების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების განყოფილების უფროსი.

76. მარიკა გოდაბრელიძე (პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი გოდაბრელიძის და) - "საქართველოს რკინიგზის" კადრების სამსახურის სპეციალისტი.

77. ზურაბ ქარდავა ("საქართველოს რკინიგზის" ყოფილი გენერალური დირექტორის, ი. ეზუგბაიას ბიძა) - "საქართველოს რკინიგზის" სამედიცინო სამსახურის უფროსის მოადგილე.

78. მეგი ყურკაციშვილი (იგივე ეზუგბაიას ბიძაშვილი) - "საქართველოს რკინიგზის" მომსახურების ცენტრის მთავარი სპეციალისტი.

79. რევაზ მამუკაშვილი (ვანო მერაბიშვილის დეიდაშვილი) - "საქართველოს რკინიგზის" საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსის მრჩეველი.

80. ნინო ფხაკაძე (ეზუგბაიას ცოლის მეჯვარე და შვილის ნათლია) - "საქართველოს რკინიგზის" იურიდიული სამსახურის უფროსი.

81. მიხეილ ქავთარაძე ("ნაციონალ" ირაკლი ქავთარაძის ძმა) - საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: