თამარ სანიკიძე:ეს ინიციატივა კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო
დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია შეძლებენ თუ არა 5 წლამდე ბავშვები სწავლის დაწყებას. აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში უმცირესობის დეპუტატმა - კობა სუბელიანმა დააყენა, რაც განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ - ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილ პროვოკაციად შეაფასა.
"ეს ინიციატივა, რაც ნაციონალური მოძრაობის მხრიდან წამოვიდა, იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ პირველ რიგში ბავშვების უფლებები წამოიწევა წინა პლანზე და პარლამენტი ამაზე გააგრძელებს მსჯელობას. ამჟამად არსებობს მოქმედი კანონმდებლობა, რის ფარგლებშიც ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენი მხრიდან არ იქნება არც ერთი დაზარალებული მოსწავლე" - აცხადებს თამარ სანიკიძე.