მაია ხარძიანი მისი ძმის პირველი ოჯახის წევრების ბრალდებებს უარყოფს
მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის და მაია ხარძიანი უარყოფს მისი ძმის პირველი ოჯახის წევრების ბრალდებებს. ბესიკ ხარძიანის შვილის - მიხეილ ხარძიანის აზრით, მამის მკვლელობა მისმა მეორე მეუღლემ - ეკა ნონიკაშვილმა შეუკვეთა. მოკლული ბიზნესმენის პირველი ოჯახის წევრებმა დღეს სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს.
როგორც მაია ხარძიანი სატელეფონო საუბარში აცხადებს, პრესკონფერენციის შესახებ "კურიერის" კორესპოდენტისგან შეიტყო. ბესიკ ხარძიანის და ოფიციალური კომენტარის გაკეთებას მისი ძმის პირველი ოჯახის მიერ გაჟღერებული ბრალდებების მოსმენის შემდეგ აპირებს.
კომენტარი გააკეთა ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატმაც. მალხაზ სალაყაიას თქმით, მსგავსი ქონებრივი დავა მოსალოდნელი იყო. ის მიხეილ ხარძიანს მოუწოდებს, თუ კი რაიმე მტკიცებულებები გააჩნია, გამოძიებას მიაწოდოს.