დავით სერგეენკო: С ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამაში პაციენტების რეგისტრაცია 28 აპრილიდან დაიწყება

დავით სერგეენკო: С ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამაში პაციენტების რეგისტრაცია 28 აპრილიდან დაიწყება

С ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამაში პაციენტების რეგისტრაცია 28 აპრილიდან დაიწყება, - განცხადება ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა.


სერგეენკოს თქმით,  მედიკამენტების პირველი პარტია შემოვა კვირას ან ორშაბათს, ხოლო პაციენტების რეგისტრაცია დაიწყება სამშაბათს.
"მომავალი კვირის განმავლობაში პირველი პაციენტები, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მკურნალობა, მიიღებენ ამ პრეპარატს", - განაცხადა სერგეენკომ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: