გიორგი თევზაძე-„ქართველი ხალხი უერთდება მოძმე სომეხი ხალხის ტკივილს და გუწრფელად განვიცდის“

გიორგი თევზაძე-„ქართველი ხალხი უერთდება  მოძმე  სომეხი  ხალხის  ტკივილს  და გუწრფელად განვიცდის“

უფლებადამცველი   გიორგი თევზაძე  გამოეხმაურა 24 აპრილს თბილისში, თურქეთის საელჩოსთან  ძირითადათ შეკრებილი ეთნიკური სომხების აქციას რომლებმაც თავიანთ გამოსვლაში მიმართეს საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს და  მოუწოდეს, აღიარონ სომეხთა გენოციდის ფაქტი.  

 

გიორგი თევზაძის განცახებით, როცა  გარკვეული ჯგუფი ან  ორგანიზაცია გადაწყვეტს მიმართოს საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს  და სომეხთა გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდებს, მანამდე ალბათ მართებული იქნება ჯერ მათ სომხეთის ხელისუფლებას  და სომეხ ხალხს მიმართონ და რუსეთის მიერ ქართველი ერის მიმართ   აფხაზეთსა და სამაჩაბლოში განხორციელებული ეთნოწმენდისა და გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდოს.

 

„ამათანავე უნდა აღინიშნოს, რომ  რა თქმა უნდა ქართველი ხალხი უერთდება  მოძმე  სომემეხი  ხალხის  ტკივილს  და გუწრფელად განვიცდის  მას, ისევე როგორც მიგვაჩნია, რომ სომეხი ხალხი  უერთდება  და  გუწრფელად განიცდის    აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსეთის   მიერ   ქართველი ერის მიმართ განხორციელებულ  ვანდალურ სისატიკეს და ქართველი ხალხის  ტკილილს, ამასთანავე  მისასალმებელი იქნება თუ სხვადასხვა ქვეყნის  ისტორიკოსები  სრულყოფილად ობიექტურად  შეისწავლიან, როგორც 1915 წლს თურქეთში მომხდარი ტრაგიკული ფაქტების  გამომწვევი მიზეზებს,  ასევე 1992 წლის აფხაზეთში  და შემდგომ სამაჩაბლოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამომწვევი მიზეზებს, და გააცნობენ მას  საერთაშორისო საზოგადოებას. რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო საზოგადოების აზრის ჩამოყალიბებას“,-განაცხადა გიორგი თევზაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: