გურჯაანში განვითარებულ პროცესებზე სასაუბროდ ნაციონალური მოძრაობა ხვალ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდება

გურჯაანში განვითარებულ პროცესებზე სასაუბროდ ნაციონალური მოძრაობა ხვალ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდება

გურჯაანში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ხვალ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდებიან და მომხდარზე სრულ ინფორმაციას მიაწვდიან.

 

გურჯაანის მაჟორიტარის გიორგი ღვინიაშვილის უფლებამოსილების შეზღუდვაზე დღეს კურიერთან ირმა ნადირაშვილმა ისაუბრა.

 

"საქართველოს ყველ რეგიონში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატები სხედან გამგეობის შენობებში ან განგეობის ბალანსზე არსებულ შენობებში. ეს არის შერჩევითი სამართალი და შერჩევითი მიდგომა, როცა ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარს არ შეუძლია, დაიკავოს ოთახი გამგეობის შენობაში და მას კვერცხებს ესვრი, რომ იქიდან გამოვიდეს და დანარჩენებს ამის უფლება აქვთ," - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: