ელიზბარ ჯაველიძე: რომ არა ივანიშვილის მხარდაჭერა, მარგველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არავინ აირჩევდა!
ერთ-ერთი მთავარი შეცომა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში დაუშვა, სწორედ გიორგი მარგველაშვილია, ამის შესახებ აკედემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ საქართველოს პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილზე გაზეთ "ასავალ-დასავალთან" საუბრისას აღნიშნა.
"ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში დაუშვა, მისდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, სწორედ გიორგი მარგველაშვილია!
რომ არა ბატონი ბიძინას დაჟინებული მხარდაჭერა, მარგველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არავინ აირჩევდა! არადა, პირადად მე არაერთხელ დამიწერია და მითქვამს თქვენტან ინტერვიუში, რომ არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტად იმ ადამიანის არჩევა, რომელმაც ქართველი ერი "ავადმყოფად" მონათლა და "მსუბუქი დებილობის ფორმით" შეპყრობილ მოზარდს შეადარა!
შედეგიც სახეზეა! აკი მარგველაშვილი გაპრეზიდენტებამდე გაიძახოდა, მე პლასტელინივით ვარო, ჰოდა, როდესაც მიზანს მიაღწია, "პლასტელინმა სააკაშვილის ფორმა მიიღო!"- განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.