რა გარიგება შედგა სააკაშვილსა და უსუფაშვილს შორის-სერგეი კირნიკი სკანდალურ ჩანაწერს აქვეყნებს

რა გარიგება შედგა სააკაშვილსა და უსუფაშვილს შორის-სერგეი კირნიკი სკანდალურ ჩანაწერს აქვეყნებს

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის თანამშრომელი, სერგეი კირნიკი, აცხადებს, რომ უსუფაშვილმა იაცენიუკთან შეხვედრის შემდეგ მას პრეზიდენტის აპარატში მიყვანა სთხოვა.

 

უსუფაშვილის თხოვნის შესაბამისად, ისინი საქართველოდან ჩასულ ოფიციალურ დელეგაციას გამოეყნენ და დავით უსუფაშვილი მეუღლესთან ერთად "ლუტერანსკაიას" ქუჩის 17 ნომერში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.  

 

კირნიკის განცხადებით, ადმინისტრაციის შენობაში მათ ელოდათ სააკაშვილი და დაბალი სიმაღლის, სპორტული აღნაგობის მამაკაცი. სააკაშვილმა გულმხურვალედ გადაკოცნა უსუფაშვილი და მისი ცოლი.

 

კირნიკის განცხადებით, მან უსუფაშვილის, მისი მეუღლისა და სააკაშვილის საუბარი ჩაიწერა:

 

სააკაშვილი:

-დათო, ახლა ყველაფერი კარგად იქნება, მე ჩავრთე სხვა ხალხი და ის შეცდომები, რომელიც დებილებმა, გიგიმ და გივიმ დაუშვეს, აღარ განმეორდება. 50 000 არ იქნება პრობლემა, რეალურად გაცილებით მეტი იქნება.

შენ ხო ხედავ, ჩვენი პროექტი რეგიონებში უკვე მუშაობს, მთელ ხალხს გამოვიყვანთ.

 

უსუფაშვილი:

 

-ბატონო მიშა, თქვენ გესმით, რომ ჩვენ ძალიან ვართ დამოკიდებულნი ბიძინას ფინანსებზე?

 

სააკაშვილი:

-დაიცადე, დაიცადე დავით, მე ხომ ვთქვი, რომ ფინანსური საკითხები გადაწყვეტილი მაქვს და თქვენ რასაც შეგპირდით გავაკეთებ.

 

ხიდაშელი:

-ბატონო მიხეილ, ჩვენ კონკრეტულად უნდა ვიცოდეთ, რისკი დაუშვებელია და საერთაშორისო მხარდაჭერაა აუცილებელი.

 

სააკაშვილი:

- თინა, შენ როგორც ყოველთვის, მოვლენებს წინ უსწრებ. ამერიკელბმა თქვენ უკვე გაგაფრთხილეს და საელჩოც კონტაქტშია თქვენთან. იმ ანგარიშებზე, რომელიც თქვენ გადმოგვეცით, პარასკევს შევაგდებ 100-ს და ყოველ თვე გამოვაგზავნი 30-ს, კიდევ 60 ათასს მიიღებთ თბილისში.

ჩანაფიქრის განხორციელების შემდეგ, დათო დარჩება პარლამენტის თავმჯდომარედ     

ხოლო, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი, შენი იქნება თინა.

 

ხიდაშელი:

-კარგი ეს ჩვენ გვაწყობს, მაგრამ თუ თქვენ ვერ გამოიყვანთ ხალხს, ჩვენ არ ვიმოქმედებთ, არ ჩავერევით და ფულსაც არ შევეხებით.

 

სააკაშვილი:

-დაიცადე თინა! დათო ეს რა კონიაკია? ასეთი არ მინახავს...

 

უსუფაშვილი:

-ეს ენისელის სპეციალური სასაჩუქრე ჩამოსხმაა. თქვენთვის წამოვიღეთ.

 

სააკაშვილი:

-დიდი მადლობა, ძალიან საინტერესოა, მაგრამ მოგვიანებით გავხსნი. "ხოხოლებს" გავუმასპინძლდები, ალკოჰოლი აქ მალე თავდება.

 

უსუფაშვილი:

-რა თქმა უნდა, კიდევ გამოგიგზავნით ღვინოს და კონიაკს, თელავში ჩვენებს ქარხანა აქვთ.

 

სააკაშვილი:

-მადლობა დავით. შენ ხომ იცი, მარგველა ჩვენთანაა და საჭირო მომენტში იტყვის თავის სიტყვას.

 

უსუფაშვილი:

-კი გიორგისთან კოორდინაციაში ვარ.

 

სააკაშვილი:

-აქამდე როგორ უთმენთ ამ გაუნათლებელ სოფლელს, დათო.

 

უსუფაშვილი:

-ის სხვა პლანეტაზეა, ერთობა თავისი ტელეპროგრამით, ბატონო მიშა.

 

სააკაშვილი:

-ხო დავით, ვუყურებ და ბევრს ვიცინი. მისმინეთ, მოკლედ ჩვენ მალე გადავწყვეტთ! აქცია 26 მაისს გაიმართება თუ მოგვიანებით? 26-ში ბურჯანაძე და სხვები დაიწყებენ ლაყბობას და შეიძლება ხელი შეგვიშალონ, ჩვენ გამოგივლით და შეგატყობინებთ. მთავარია ყველაფერი გავაკეთოთ ისე, როგორც მოვილაპარაკეთ. თქვენ უნდა იყოთ ხალხთან და ხალხს ჩვენ წარვმართავთ იქ, სადაც საჭიროა. ამ გაუნათლებელ დებილებს ცოტა დარჩათ! ყველა გაიქცევა როგორც ვირთხები და ეს პინგვინი ვერ გაფრინდება!

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: