"პრემიერთან შეთანმხებით გამოიყო ეს თანხა ამ პროექტისთვის," - ალასანია ე.წ. კაბელების საქმეზე
"პრემიერთან შეთანმხებით გამოიყო ეს თანხა ამ პროექტისთვის," - ეს განცხადება საქალაქო სასამართლოს შენობასთან ჟუნრალისტებთან საუბრისას თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ე.წ. კაბელების საქმეზე საუბრის დროს გააკეთა.
ალასანიას განცხადებით, მისი ყოფილ და ამჟამად დაკავებულ თანამშრომლებს იმ თანხის ფლანგვაში ედავებიან, რომელიც სწორედ ისე დაიხარჯა როგორც მან პრემიერმინისტრთან შეათანხმა.
"ძალიან ბევრი ტყუილ-მართალი არის. პრემიერმინისტრმა თითქოს არ იცოდა აღნიშნული თანხა, თუ რისთვის იყო გამოყოფილი. ეს თანხა მთავრობასთან პრემიერმინისტრთან შეთანმხებით იყო გამოყოფილი ამ კონკრეტული მიზნით. ძალიან მალე გაირკვევა სიმართლე და გაიგებს საზოგადოება ამ ამბავს," - აცხადებს ირაკლი ალასანია.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ამ განცხადებას დღის განმავლობაში პრემიერმინისტრის აპარატში უპასუხებენ.