ნიკოლოზ რაჭველი: თბილისში არსებულ ერთადერთ სიმფონიურ დარბაზში პირადული მოსაზრებების გამო არ გვიშვებენ“

ნიკოლოზ რაჭველი:  თბილისში არსებულ ერთადერთ სიმფონიურ დარბაზში პირადული მოსაზრებების გამო არ გვიშვებენ“

სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის 90 წლის იუბილის შესაძლო ჩაშლასთან დაკავშირებით ნიკოლოზ რაჭველი სოციალური ქსელით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

"2005 წლიდან ამ პირობებში ვშრომობდით დღე და ღამე, ვცდილობდით სახელმწიფოსთვის დაგვეჯერებინა, რომ ეს ყველაფერი გაუსაძლისი იყო, ისინი ქართუს ელოდებოდნენ, ფონდს, რომელმაც იმ დროს ყველა მნიშვნელოვანი თეატრი და დარბაზი გაარემონტა, თუმცა ჩვენ აღმოვჩნდით ერთადერთი ორკესტრი ვინც ქართუსგან არც ერთ ეტაპზე არც სახელფასო დახმარებებს იღებდა და არც შენობის რემონტი გაუკეთდა. როდესაც ხელისუფლება შეიცვალა პირადად მე, ნატო მეტონიძესთან და ლიზა ბაგრატიონთან ერთად დამპირდა ბიძინა ივანიშვილი, რომ გვიწყალობებდა, მაგრამ მას მერე ვერ მოვახერხე მასთან შეხვედრა, თუმცა მალე წავიდა პრემიერობიდან და ახლა მას სრული უფლება აქვს ჩვენს პრობლემაში არ ჩაერთოს. სახელმწიფომ კი შეიმუშავა სტრატეგია და სარემონტო შენობების ნუსხაში შეგვიყვანა, მომავალ წელს დაფინანსების პირობით. ჩვენი მთავარი დარდი კი ისაა, რომ მანამდე ვიდრე რემონტი გასტანს ჩვენ არ გვსურს პარაზიტებივით უქმად ყოფნა, გვინდა ბევრი კარგი კონცერტების ჩატარება და თბილისში არსებულ ერთადერთ სიმფონიურ დარბაზში, რომელიც ჩვენი შენობიდან 10 ნაბიჯშია არ გვიშვებენ პირადული მოსაზრებების გამო. არადა ის შენობაც სახელმწიფოს კუთვნილებაა და ჩვენი ორკესტრიც. ამიტომ გავხადეთ დღეს ეს ფოტოები კვლავ განსჯის საგანი, რომ ეგებ საზოგადოებამ დაგვიჭიროს მხარი, იმ ხალხმა, ვისთვისაც ვშრომობთ აი ამ პირობებში, რასაც სურათებში ხედავთ!" - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: