სად უნდა შემოიჭირონ ქამრები ჩვენმა მინისტრებმა?
- ბატონებო! ...ბატონებო, დაანებეთ თავი ფეისბუკს და მომისმინეთ, განცხადება უნდა გავაკეთო! ქვეყანას უჭირს, ხალხი შიმშილობის ზღვარზეა, დოლარის კურსი კატასტროფულად ეცემა, სოფლის მეურნეობა ვერ ავაწყვეთ...
- რას ბრძანებთ, ბატონო პრემიერო? ავაწყვეთ!
- ეგ ზღაპრები „რუსთავი-2“-ს მოუყევით, „ნაციონალების“ გულის გასახეთქად!... ხადური! ხადური!
- დიახ!
- გამოიძინებთ სახლში! აბა რას ვამბობდი?
- რასაც ამბოდით, ყველაფერს მართალს ამბობდით!
- მიპასუხეთ, რა დღეშია ეკონომიკა? რატომ ეეცემა ლარის კურსი?
- აარა, ბატონო პრემიერო! პირიქით ეკონომიკა , 2012 წლის მონაცემებთან შედარებით...
- ჰო, გაიზარდა და აყვავდა?!
- ...მსოფლიო ეკონომიკური რყევები და რუსეთის ეკონომიკური ბლოკადა მოქმედებს... ასევე, პატარ-პატარა „ომუკები“ არაბეთის ქვეყნებში!
- „დოლარუკა რატომ ეცემუკა“?
- რავიცუკა!... უუუკაცრავად... ეგ დროებითი ვარდნაა!
- მოკლედ, ბატონებო, წინადადება შემომაქვს, ქამრები შემოვიჭიროთ!
- როგორ? მე სულ ბოლო ნაჩვრეტზე მაქვს!
- ნოღაიდელო, თუ ბოლო ნაჩვრეტზე გაქვს, რა თქმა უნდა ვერ შემოიჭერ!
- მაშ რა ვქნა?
- ხმის მიცემაზე ვაყენებთ! მივცეთ თუ არა უფლება ნოღაიდელს ქამრის მაგივრად „ბრეტელები“ატაროს? შეკითხვა გაქვთ?
- დიახ, მე როგორც ყოფილ პროფესიონალ ფექბურთელს არც ქამარი საერთოდ არ მჭირდება და არც ბრეტელები, მაგრამ ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ხვალიდანვე ვიწყებ მჭიდროდ შემოჭერილი ქამრის ტარებას და არ მესმის, რატომ უნდა იგრძნოს „ბრეტელების“ ტარებით გამოწვეული ნეტარება ბატონმა ნოღაიდელმა, როცა საზოგადოება ასე იტანჯება?!
ხმის უმრავლესობით, მინისტრმა კაბინეტმა გადაწყვიტა, გაბარიტების არასტანდარტულობიდან გამომდინარე, ნოღაიდელმა ქამარი უნდა შემოიჭიროს... ერთ უხერხულ ადგილზე!
ნოღაიდელის ტანჯვის კოეფიციენტმა საზოგადოებისას გადააჭარბა.
თამაზ ჭეიშვილი