მიხეილ სააკაშვილი: „სიტუაციიდან გამოსავალი ოლიგარქის მმართველობის შეცვლაა"

მიხეილ სააკაშვილი: „სიტუაციიდან გამოსავალი ოლიგარქის მმართველობის შეცვლაა"

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაქოში განცხადება გააკეთა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მან ბიძინა ივანიშვილს ტლუ, გაუნათლებელი და ბნელი ოლიგარქი უწოდა.

 

"ამ ქვეყანაში ამდენი წლის განმავლობაში სიმწრით ვაგროვეთ ჩვენი საერთშორისო რეპუტაცია, ჩვენი საერთაშორისო კონტაქტები, ჩვენი სახელი, ავტრორიტეტი და რისთვის? იმისათვის, რომ ერთი ტლუ, გაუნათლებელი, ბნელი ოლიგარქი მოსულიყო და ყველაფერი ეს ქარს გაეტანებინა, იმისათვის, რომ თავისი პირადი ხუშტურები ეკმაყოფილებინა.

 

სახელის გატეხას თავის გატეხა სჯობიაო. ჩვენ ეხლა თავიც გავიტეხეც და სახელიც. არ ვიცი, როგორ უნდა დავაბრუნოთ, მაგრამ მე ვფიქრობ მოვახერხებთ დაბრუნებას. ოლიგარქის მმართველობის შეცვლაა გამოსვალი და ოლიგარქის მმართველობის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების გზით. რიგგარეშე არჩევნების შედეგად საქართველოში უნდა მოვიდეს მთავრობა, რომელიც იქნება ფართო წარმომადგენლობითი", - განაცხადა სააკაშვილმა.

 

მან აღნიშნა, რომ განახლებული და ახალი ენერგიით სავსე ნაციონალური მოძრაობა მზადაა ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდეს. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: